საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-21

საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება

მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ.

მაღალია და მზარდია პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი (არსებული მონაცემებით: 2016 - 56% 2017 - 60% 2018 - 62% )

წელს პირველად:
► ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე 10 კოლეჯში და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
► შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას.
► პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

რეგისტრაციისთვის, კოლეჯების ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული www.vet.emis.ge