საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა ააშენა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-20

საქართველოს მთავრობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა ააშენა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

► ვანის სამუზეუმო კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 წელია არ ჩატარებია.

სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ზაფხულიდან მზად იქნება.

► აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა, განხორციელდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაცია.

► ასევე მოეწყობა ავტოსადგომი,ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.

► ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.​

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია