ახალი პროექტი ვებსკოლა აბიტურიენტებისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-05

 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა" დაიწყო. ➡ https://el.ge/webinars

  • პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის" დანერგვის შემდეგ, ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

  • პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

  • ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

  • ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეუძლია ვებგვერდზე https://el.ge/, თითოეული ვებინარის ჩანაწერი შეინახება და  ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

  • მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

  • კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.