საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ფრენების განრიგი ამოსაბეჭდი ვერსია

 ფრენების განრიგი

2020-03-28

სახელწიფოს ხელშეწყობით, ამ დროისთვის საქართველოში უკვე 4000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა (3 აპრილს)

პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ ვირუსის გავრცელება არსებულ მასშტაბებს მიაღწევდა მოქალაქეების გამოყვანა განხორციელდა ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდანაც

შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

28 მარტი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

4 აპრილი - ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი - ათენი-თბილისი - Georgian Airways

10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.