საქართველოს მთავრობა – სიახლეები

2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-10

✅ 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია (+102.9%-ით) 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 1267.7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, 2.5 მლნ-ით მეტი წინა წელთან შედარებით.

✅ აღსანიშნავია, რომ წლიური მონაცემების მიხედვით, რეკორდულია რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში - 2019 წლის მონაცემით ინვესტიციების 48.3% რეინვესტირებაა. რეინვესტირების მოცულობა 2019 წელს 40.1 %-ით გაიზარდა და 612.5 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის მე-4 კვარტალში ​კი რეინვესტირების მაჩვენებელი 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი.

✅ რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე.

► 2019 წელს, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა: