საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-13

2019 წლის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და 5.2%-ს გაუტოლდა. 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.6%-ს შეადგენდა.

✅ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ - 2019 წლის ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ რეკორდულია 2020 წლის იანვრის ექსპორტის მოცულობაც. მზარდია ტურისტების რაოდენობა და ტურიზმიდან შემოსავლებიც.

✅ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წლის იანვარში დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ რეფორმებს. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია და 2020 წელს წინასწარი პროგნოზი 4.3%-ს შეადგენს, სავალუტო ფონდის აცხადებს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

✅ 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული. პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდებოდა მთელი წლის განმავლობაში როგორც მრეწველობის, ისე სერვისების მიმართულებით. რეალური ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, კავშირგაბმულობის და სხვა სფეროებში.

✅ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.