ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ITB Berlin 2022-ს საქართველო უმასპინძლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-06

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველო ახალი სტატუსით წარსდგება.

2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.

► ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

► ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას.

► ITB Berlin-ის მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.