საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-07

---- 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის მეთაურის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური