10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

2017-12-10

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

• საქართველოში პირველად შემუშავდა და მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი;
• გაიზარდა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები;
• შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი;
• მიღებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა;
• შეიქმნა ადამიანის უფლებათა საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით;
• საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრად;
• რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;
• განხორციელდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია;
• ოჯახში ძალადო
სთან ბრძოლის მიზნით, მომზადდა ცვლილება 22 კანონში;
• მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობისათვის;
• გაუმჯობესდა ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემა
• გაიზარდა თავისუფლებააღკვეთილ პირთა სამართლებრივი გარანტიები;
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა დაეფუძნა ჰუმანიზმის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრინციპებს;
• სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შეიცვალა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ უფრო მსუბუქი სასჯელის შთანთქმის პრინციპით.