საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-25

 

საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის.

აღნიშნული კანონის საფუძველზე მოხდება სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.

· 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი და მის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები

· შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით

· შეიქმნა შრომის ინსექციის დეპარტამენტი

· პარალელურად მიმდინარეობდა ახალ კანონზე მუშაობა

· ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც ა.წ თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა.

ახალი კანონი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის კუთხით. ახალი კანონპროექტი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშროებებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.