საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-18

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობას 4,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო. საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა და გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლმა ნილს სკოტმა.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული ეს ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონი ფუნტია, მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული განვითარების დღის წესრიგის შესასრულებლად.
პროეტის განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად 2020 წლამდე და მასში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის განვითარება და თანამშრომლობა
  • საჯარო სამსახურისა და ადამიანური რესურსების მართვა
  • სერვისების მიწოდება

 

ინიციატივის განხორციელებაში ჩართულია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საჯარო უწყებათა მთელი რიგი, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, 2015 წლიდან ხორციელდება და იგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.