შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-03

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.