თედო ჯაფარიძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის (UშIP) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან სტივენ ჰედლისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის (Bროოკინგს Iნსტიტუტიონ) პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან, ლუგარის ცენტრის (თჰე Lუგარ ჩენტერ) პრეზიდენტთან სენატორ რიჩარდ ლუგართან და Aმერიცან Eნტერპრისე Iნსტიტუტე-ის უფროსმკვლევართან ჯონ ბოლტონთან.

შეხვედრებზე საუბარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსადმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილ ვითარებასა და, საქართველოს მიერ, რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეეხო.

თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში 9 იანვარს დაიწყო.