საქართველოს მთავრობა – სიახლეები

«სილიკონ ველი თბილისი» გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-17

► მომზადებულ კადრებს გლობალური დასაქმების საერთაშორისო ბაზების მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში დისტანციურად დასაქმდნენ
► „სილიკონ ველი თბილისი" მიმართულია ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე, სათანადო ცოდნისა და კადრების მომზადებაზე, რომლთაც ახლო მომავალში ისარგებლებს ბიზნესი
► ტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი" აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, IT აკადემიას, ტრენინგ ცენტრებს, ინოვაციურ და კვლევით ლაბორატორიებს და ა.შ.
► მსოფლიოში წამყვანი და ადგილობრივი კომპანიების ჩართულობა უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების გაჩენას, რომლები წარმატებით დასაქმდებიან; სასწავლო პროცესში ორგანიზაციები ჩართული იქნებიან, როგორც ცოდნის ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით
► გათვალისწინებულია გადამზადების ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც მოკლევადიანი კურსებით მოახდენს კადრების სწრაფ მომზადებას და დასაქმებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებით
► დაგეგმილია თანამშრომლობა მსოფლიოს ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორიცაა Microsoft, Sisco, Linux, Android, Google, „მერსედეს ბენცი", „საქართველოს რკინიგზა" და ა.შ.
► აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც სტუდენტებს ასევე ცენტრის მიერ გადამზადებულ კადრებს
#განათლება2016 #მთავრობა2016