რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-13

13 სექტემბრის 14:00 მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,5 ათასამდე ტონა ყურძენი, მათ შორის: 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე.

► ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია
► ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
► განვლილი დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.
► ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,6 მლნ ლარი მიიღეს.
► რთველის სტატისტიკური მონაცემები, ონლაინ რეჟიმში, იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/afcb7