საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ონიჭალა –გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთები შეკეთდება (საერთო სიგრძით 15 კმ). მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აღნიშნული გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებთან დაკავშირება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.