საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯების 50% აუნაზღაურდება

► შეღავათი გავრცელდება 1200 დასახლებულ პუნქტზე; დაახლოებით 65 000 ოჯახზე და გათვლილია არა უმეტეს 100 კვტ.სთ-ზე
► ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა 6 000 000 ლარამდე
► გარდა ელექტროენერგიისა გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:
• დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარი
• სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეზარდათ ვაუჩერი
• მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• დაწესდება ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის - პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისათვის - პენსიის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• მაღალმთიან დასახლებაში, კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან
• მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე მეწარმეები 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ ქონებისა და მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ყველა ფიზიკური პირი გათავისუფლებულია მიწის გადასახადისგან
• მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა იხილეთ: http://gov.ge/s/91903
• მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება: http://gov.ge/s/8455e
#ინფრასტრუქტურა2016 #ენერგეტიკა2016 #რეგიონები2016