საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაცია უფასო გახდა

► სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს
► მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაცია და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება
► შემუშავდა აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი
► დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული. ცვლილებების უმთავრესი მიზანია მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისება
#მიწისრეგისტრაცია #სახელმწიფოსერვისები2016 #მთავრობა2016