საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-30

საქართველოს მხრიდან რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ 19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროკავშირის საბჭოს მიერ სხვადასხვა დროს რუსეთის მიმართ, უკრაინის მოვლენების გამო, დაწესდა 12 სხვადასხვა სახის სანქცია. საქართველო შარშან, 23 ივნისს, მიუერთდა ერთ სანქციას - ყირიმსა და სევასტოპოლში (უკრაინა) წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით. ამჟამად, 19 ივნისს მოხდა აღნიშნული გადწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში, კიდევ ერთი წლით გაგრძელება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური