საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-01

დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში , სოფიო ჯაფარიძე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრებს უკვე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში უხელმძღვანელებს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ფუნქცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარისგან 2014 წლის დეკემბერში გადმოიბარა. შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. მეტი ყურადღება დაეთმობა ანგარიშგების ფორმატის და აქტივობების შესრულების თვალსაზრისით სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

ეროვნულ სამოქმედო გეგმის ვადა 2015 წლის დასასრულს იწურება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესრულებული ვალდებულებების ანალიზი, შეუსრულებელი აქტივობების იდენტიფიცირება და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით ეროვნული სამოქმედო გეგმის შემდეგი ფაზის შემუშავება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფს წევრები, რომლებმაც წარმოადგინეს ანგარიშები ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2015 წლის პირველ კვარტალში შესრულებული საქმიანობების შესახებ.