საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 5 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 5 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2013 წლის 5 დეკემბერს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 25 საკითხი განიხილეს, დამტკიცდა 22 საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 3 (მე-12, მე-16 და მე-19 საკითხები) საკითხი. დღის წესრიგი.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. შესაბამისი ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" დაჩქარებული წესით, წლის ბოლომდე შევა.
დაფინანსებას მიიღებენ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ასეთი 320 სტუდენტია. დაფინანსების თანხის მოცულობა კი სიების დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი.
ასევე, მთავრობამ დაჩქარებული წესით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ავტოსაგზაო ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური