საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 41 საკითხი, აქედან დამტკიცდა 32 საკითხი, მათგან 2 საკითხი შენიშვნების გათვალისწინებით, 9 საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამსახურებრივი ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში შევლენ მინისტრების მოადგილეები და პარლამენტის წევრები. კომისია, სახელმწიფო ავტომანქანების შესყიდვის წესს წლის ბოლოს მიიღებს. თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება ავტომანქანების ტიპი და კლასი, ასევე ის საკითხი, რომელი თანამდებობის პირებს ეკუთვნის ავტომობილები და კონკრეტულად, რომელი კლასის ავტომობილები. განისაზღვრება რა წესით მოხდება ავტომობილების შესყიდვა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური