საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 30 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 30 მაისის მთავრობის სხდომა2013 წლის 30 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 20 საკითხი, დაემატა 5 საკითხი, ყველა საკითხი დამტკიცდა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგიის მიხედვით, კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან ერთად დაინერგება ფართო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევა, რომ თამბაქო მავნე პროდუქტია, ასევე ახალგაზრდების ინფორმირება; მეორე მიმართულება ეხება თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანების ხელშეწყობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური