საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 2 მაისის მთავრობის სხდომა

2013 წლის 2 მაისის მთავრობის სხდომა2013 წლის 2 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 25 საკითხი, დაემატა 3 საკითხი, ხოლო 2 საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს კანონის პროექტები "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური