საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომა

2013 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომა2013 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 24 საკითხი, დაემატა 2 საკითხი, დამტკიცდა 26 საკითხი, მათგან 4 საკითხი შენიშვნების გათვალისწინებით.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის 2013 წლის გეგმა დამტკიცდა. პროგრამას 12 ძირითადი მიმართულება აქვს, რომელიც მოიცავს როგორც რეაბილიტაციას, ასევე სპეციალურ მკურნალობასა და სპეციალურმოვლას. აღნიშნული პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზრდა და წელს 17,5 მილიონი ლარი შეადგინა. პროგრამისგეგმაში გათვალისწინებული იქნა დარგის ექსპერტების, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია.

საქართველოს მთავრობამ დღეს ასევე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გასაწევი სამსახურისსაფასურის შემცირების თაობაზე პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. გადაწყვეტილებაგულისხმობს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის საფასურის 50 ლარით შემცირებას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური