საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 1 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 1 მარტის მთავრობის სხდომა2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი, დაემატა 5 საკითხი, დამტკიცდა 39 საკითხი.
დღევანდელ სხომაზე საქართველოს მთავრობამ გაზის ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაზის ტარიფი 10%-ით, ანუ 5 თეთრით შემცირდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე" . აღნიშნული განკარგულების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალშვილიანი თანამშრომლები დღეიდან ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მიიღებენ.
ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად - 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს მიიღებს. ასევე ამოქმედება მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
დღესვე, მთავრობის სსდომაზე დამტკიცდა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური