საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა

2013 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 32 საკითხი, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 33 საკითხი.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებს ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობის დაწყება დაავალა. ეს იქნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის შემუშავებაშიც ყველა სამინისტრო და ექსპერტები ჩაერთვებიან. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტი 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა "საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის." კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება, სამხარეო დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას. ეს ორგანო იქნება ფორმირებული პირველ დონეზე არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან.

დღესვე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ". დადგენილების მიხედვით, საქართველო თებერვლის ბოლოდან უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადადის. საუბარია ორი მილიონი მოქალაქის სამედიცინო მომსახურების 100%-ით უზრუნველყოფაზეც, რისთვის საჭირო თანხაც ბიუჯეტში პირველი თებერვლიდან გათვალისწინებულია. ამავდროულად, პირველი აპრილიდან 100-დან 125 ლარამდე იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება. ასეთი ადამიანების რაოდენობა 21 000-მდეა, ბიუჯეტით კი, ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური