საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.2013 წლის 24-25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესიმრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული და კულტურული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ებრაელი ერი ნიჭიერებით გამოირჩევა და აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. თავის მხრივ, შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს სტუმრობისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა სამუშაო სადილი, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები და ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ25 ივნისს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მეტად აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისრაელი და საქართველო განავითარებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის პროგრამის დოკუმენტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ქნესეთის სპიკერს, იული ედელშტეინს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ გააქტიურდეს ურთიერთობა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ინვესტიცირების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც. იული ედელშტეინის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, რადგან არ არის დასამალი, რომ საქართველოსა და ისრაელს დიდი მეგობრობასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ქნესეთის სპიკერი იული ედელშტეინი აკავშირებს ერთმანეთთან.

"ჩვენ უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ ვიზიტის შედეგები. მქონდა მეგობრული შეხვედრები, როგორც ისრაელის პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და ქნესეთის წარმომადგენლებთან. დიდი ყურადღება დავუთმეთ ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს. ორი ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფებს შორის ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ქნესეთის სხვა წევრებს-ოპოზიციის ლიდერს, შელი იაჰიმოვიჩს და ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრა და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობაისრაელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრა და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა და იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი" ყვავილების გვირგვინით შეამკო, რითაც პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.

ისრაელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა. ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვია და იერუსალიმისპრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილოს III-ს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მოახლოებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სასულიერო პირებისთვის არაერთხელ გაწეული გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი მოილოცა და ზეთისხილის მთაზე მდებარე პატერ ნოსტერის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ქართულმა დელეგაციამ მონასტრის მშენებლობის დროს ქართულ ენაზე ლათინური ტრანსლიტერაციით შესრულებული ლოცვის-"მამაო ჩვენოს" და ზეთისხილის მთაზე მაცხოვრის ამაღლების ადგილი ბიძინა ივანიშვილი და იერუსალიმის პატრიარქი, მისი უწმინდესობა თეოფილოს IIIმოინახულა. მონასტრის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ქართული ტრანსლიტერაციით შესრულებული ლოცვის დაფის გახსნის ცერემონია.

ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში თელ-ავივში გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებთან. აღნიშნულ შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ქართულ-ებრაული მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე და აღნიშნა, რომ გამოთქმა "ქართველი ებრაელი" სწორედ ამ მეგობრობის დასტურია.

ვიზიტის დასასრულს ბიძინა ივანიშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმს დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური