საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ასევე შედიოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაშიპარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.
ვიზიტსი ფარგლებში „საქართველოს მომავალი" - საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გერმანიაში, მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო. კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური შეხვედრები, ძალიან უწყობს ხელს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. კონფერენცია შეაფასა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.
მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გერმანიაში ორ დღეს გაგრძელდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაშიტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და "კოპენ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური