საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა ბიძინა ივანიშვილისა და ტიგრან სარგსიანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშისაქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციათა მოლაპარაკებები. შეხვედრის მთავარი თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები გახლდათ.
დელეგაციაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სასჯელაღსრულების და რეინტეგრაციის მინისტრები შედიან. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება გივი შაჰნაზარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს. შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოსპრემიერ-მინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშისადილი. ასევე, სომხეთის მთავრობის შენობაში ერთობლივ დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ცერემონიას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშიმხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას 2013-2014 წლებში. დღესვე ხელი მოეწერა საბაჟო პუნქტების შესახებ ხელშეკრულებას.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ჟურნალისტებს შეხვედრის შედეგები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშიბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული საკითხები, რაც შეიძლება, დროულად გადაწყდეს. საქართველოს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთშიპრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობის საკითხს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს ეწვია და სრულიად სომხების კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა.
ვიზიტის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის, „მატენადარანის" ექსპონატები დაათვალიერა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

ფოტოგალერეა