ნათელა თურნავა დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს, ქ. მოსკოვში; ნათელა თურნავა

1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით;

1994  წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

2014 წელს - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი;

2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით;

1994 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში;

1997 - 2000 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;

1998 - 2000 წლებში იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

2000 წლიდან 2005 წლის მაისამდე - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ;

2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2006 - 2013 წლებში - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე - სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

2018 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 18 აპრილამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად;

არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.