საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საახალწლო მიღება გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2013-12-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპერტებთან, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან საახალწლო მიღება გამართა. როგორც პრემიერმა მათთან საუბრისას აღნიშნა, ისინი წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მათთან ერთად 2013 წელი შეაჯამა. მან მომავალი, 2014 წლის გამოწვევებზეც ისაუბრა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანი გამოაცხადა მთავარ ღირებულებად. პირველი ნაბიჯები გადაიდგა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. პირველ რიგში, ჩვენ ვიზრუნეთ სოციალურად ყველაზე დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებზე და გავაორმაგეთ მათი დახმარება, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ამ პრინციპით დავგეგმეთ 2014 წლის ბიუჯეტიც და იგი მთლიანად ორიენტირებულია ხალხზე,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური