საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროკავშირის ინიციატივასთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში მისასალმებელი უწოდა დღეს, ბრიუსელში ევროსაბჭოს თავმდომარის ჰერმან ვან რომპეის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით ევროკავშირისგანამ პროცესის დაჩქარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას შესაძლოა ხელი მოეწეროს აგვისტოში, რაც შეეხება ჩვენი მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში ვასრულებთ ამ ვალდებულებებს, უკვე დაწყებულია მათი შესრულება და დარწმუნებული ვართ, აგვისტომდე ყველაფერი იქნება მომზადებული. რაიმე სერიოზულ და საგანგაშო გამოწვევებს ჩვენ არ ველოდებით, ყველაფერი კარგად მიდის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური