საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

ეკონომიკური საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

ავტობანების მშენებლობის ტემპი გაორმაგდება
გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიაში პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომაზე მიიღეს. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში შეიმჩნევა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. აღნიშნულ პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა შესაბამისად 5,4% და 14,4%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზრდის მაჩვენებლები განპირობებულია კერძო ბიზნესის, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის გააქტიურებით. გაზრდილია სამშენებლო მასალის იმპორტი.
პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ ასევე იმსჯელა ავტობანის მშენებლობის საკითხებზე. მომდევნო წელს იგეგმება ავტობანების მშენებლობის ტემპის გაორმაგება. მიმდინარე სამ სამშენებლო მონაკვეთს 2014 წელს დაემატება აგარა-ზემო ოსიაურის, სამტრედია-გრიგოლეთისა და ქობულეთის შემოვლითი გზა-მახინჯაურის ავტობანების სამშენებლო მონაკვეთები.
სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს გაზისა და ნავთობის სფეროში არსებულ სიტუაციას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური