საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კონფერენციაზე (ქართული თარგმანი)

11

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე "შაჰ-დენიზის მეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმება". კონფერენცია აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას თბილი მიღებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა. შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებაზე,-განაცხადა პრემიერმა.

შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის ინვესტიციების ოდენობა 6 სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


1

2