საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო იქმნება ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო იქმნება

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც, იმოქმედებს კრიზების მართვის ცენტრი. ცენტრმა სტიქიური უბედურებების და სხვა ფორს მაჟორული სიტუაციების დროს ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის კოორდინაცია უნდა გაუწიოს ყველა შესაბამის უწყებას.
აღსანიშნავია რომ დღემდე საქართველოში ანალოგიური სტრუქტურა არ არსებობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სპეციალური საბჭო თვის ბოლომდე შეიქმნება და ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან პარტნიორი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი და ისრაელი.
კრიზისების მართვის ცენტრის შექმნამდე პრემიერ მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო მუშაობა დროებითმა შტაბმა, რომელმაც მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს სტიქიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე.
მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მინისტრები კახა კალაძე და დავით ნარმანია, ასევე შსს და საპატრულო პოლიცია, აჭარის მთავრობა, ცენტრალური და აჭარის მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება.
განსაკუთრებულმა დიდთოვლობამ წელს საქ-ოს ენერგეტიკულ სისტემას მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოდ მასშტაბური ზიანი მიაყენა. აჭარაში ერთდროულად სამი ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზი გამოვიდა მწყობრიდან.

ამ დროისთვის დაზიანებული სამი ხაზიდან, ორი უკვე აღდგენილია. ასევე სრულად არის აღდგენილი ბათუმის და შემოგარენი სოფლების ენერგომომარაგება. გართულებულია წაქცეული 8 ანძის აღდგენა, რომელიც თავის დროზე ვერტმფრენებით დამონტაჟდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დღეებში ვერტმფრენის გამოყენება მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში მოხერხდა.
ოპერატიული თათბირი სახელმწიფო კანცელარიაში 15 დეკემბერს საღამოს 8 საათზე შედგა. პრემიერ მინისტრის განცახდებით, სტიქიები გარდაუვალია და არ ექვემდებარება მთავრობების კონტროლს. ხელისუფლება პასუხისმგებელია დროულ რეაგირებაზე და სწორედ ასეთი ოპერატიული რეაგირების რეჟიმშია გადასული საქართველოს მთავრობა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური