საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №486

"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" 2013 წლის სახელმწიფო პროგრამისა და „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის" 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად,

1. 2013 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის და 2013 წლის „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამების ფარგლებში "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილება) და „სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N504 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილება) დამტკიცებული პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგენილებისა და დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №3-ის შესაბამისად.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - მომსახურების სააგენტო) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" (შემდგომში - რეგულირების სააგენტო) უზრუნველყონ 2013 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის სგაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების იმ ქვეპროგრამებს(კომპონენტს, ღონისძიება), რომლებიც ამ დადგენილების დანართი №1-ით და დანართი №3-ით არის განსაზღვრული. ამასთან, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ქვეპროგრამებისთვის დამტკიცებული ასიგნებების არაუმეტეს 1/12-ისა.

3.მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების იმ ქვეპროგრამების უწყვეტად განხორციელება, რომლებიც ამ ბრძანების დანართი №2-ით არის განსაზღვრული. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2012 წელს შესაბამისი ქვეპროგრამებისთვის დამტკიცებული ასიგნებების არაუმეტეს 1/12-ისა.

4.მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების უწყვეტად განხორციელება. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის "სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა" (პროგრამული კოდი- 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა) "დღის ცენტრების ქვეპროგრამის" და "სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის" შემთხვევაში არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით მოცემული ქვეპროგრამებისათვის განსაზღვრული ვაუჩერის ლიმიტების თვიური ოდენობით;
ბ)"მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამით" განსაზღვრული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების შემთხვევაში არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით მოცემული ქვეპროგრამებისათვის განსაზღვრული ვაუჩერის ლიმიტების თვიური ოდენობით, ხოლო მინდობით აღზრდის მომსახურების შემთხვევაში დეკემბრის თვის ფაქტიური ხარჯის ოდენობით;
გ)"მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" შემთხვევაში, არაუმეტეს ამავე ქვეპროგრამის 2012 წლის დეკემბრის თვის ფაქტიური ხარჯის ოდენობით;
დ) "ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის" შემთხვევაში არაუმეტეს 12 150 ლარით;
ე)"დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" შემთხვევაში 2012 წელს ამ ქვეპროგრამისთვის დამტკიცებული ასიგნების დეკემბრის თვის ოდენობით.

5. მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) გათვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება, რომელთა მიწოდებაც ხორციელდებოდა 2012 წელს და რომელთა ანაზღაურებაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2012 წლის ამოწურვამდე, კერძოდ:

ა)"დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" "სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტით" დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში;
ბ)"დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" "საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტით" დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში;
გ)"დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" "კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის" მე-2 მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წელს;დ) "დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით" დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში.

6.რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამით გათვალისწინებული იმ მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება, რომელთა ანაზღაურებაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2012 წლის ამოწურვამდე.

7.იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული იყვნენ "სოციალური რეაბი-ლიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის" შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, გაუგრძელდეთ რეგისტრაციის ვადა 2013 წელს შესაბამისი მომსახურებების განსახორციელებლად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამავე პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებამდე.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი