საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №480

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონე-ბის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის-წი¬¬ნე¬ბუ¬ლი შემთხვევისა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი