საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2102

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ".

2. ბრძანებულების პროექტი ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი