შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომასახელმწიფო კანცელარიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი, მათ შორის: შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის (თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის) სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარეობისა და ეპილეფსიითა და სხვა დაავადებით დაავადებულ ბავშვთათვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაში არსებული პრობლემების შესახებ; შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის უძრავი ქონების შეღავათიანი პირობებით გადაცემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ; შშმპ-თა და მათი ორგანიზაციებისათვის საგადასახო შეღავათების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ოჯახების პრობლემების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მომდევნო სხდომა 2013 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური