საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ესტუმრა. საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, " საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპოტში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა საპატიო დაკრძალვის ხეივანში, სადაც პრემიერ- მინისტრმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი, ასევე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული შეჰიდების ხეივანი და "მარადიული ცეცხლის" კომპლექსი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ზაგულბას სასახლეში გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ზაგულბას სასახლეში გაიმართააზერნაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. დღესვე შეხვედრა შედგება აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.
სართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 27 დეკემბერს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური