საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი.

ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.

მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
 ბიძინა ივანიშვილი