საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართასაქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაა და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო ორი საკითხი: „ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე", „ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური