საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

 

პრემიერ–მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პრემიერ–მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში ტომ მელია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ბიუროს წარმომადგენელი ვენდი სილვერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგის განყოფილების წარმომადგენელი - ქეთრინ ნიუქომბი.

პრემიერ–მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა„ეს იყო ჩვენი რიგით მეორე შეხვედრა. პირველად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევხვდით. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ვფიქრობ, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება" - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური