საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ– მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განცხადება გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ– მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განცხადება გააკეთაურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, მართლაც, იგეგმება მისი შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან.

"მივესალმებით ბატონ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ, რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სავარაუდოდ, შვეიცარიაში შედგება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური