საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძირითადი პრობლემა, რომელიც შეხვედრის დროს გამოიკვეთა არის კოალიციური დისციპლინა სისუსტე.
"ჩვენ ვისაუბრეთ კოალიციური დისციპლინის გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების პრობლემა შეუმსუბუქდეს.
„ საერთო პრობლემები, რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს. ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური