საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა2012 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესკონფერენცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მას ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებების 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

გთავაზობთ ამონარიდს პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან:

• ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული და ყველაფრის გასაღებია, მათ შორის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც ამ გზით შეიძლება მოგვარდეს. ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ეკონომიკურად საინტერესო. ვმუშაობთ და გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ კანონმდებლობაში, არ დავუშვებთ ეკონომიკაში მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებებით მართვას. აღვადგენთ ანტიმონოპოლიურ სამსახურს და შევქმნით საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულ შრომის კოდექსს.

• ის ელიტარული კორუფცია, რომელიც ყვაოდა ჩვენს ქვეყანაში, აღარ იქნება და თუ ასეთი ფაქტები გაჩნდება, მკვეთრი რეაქცია გვექნება. ვერცერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს კერძო საკუთრების ხელყოფას. საქართველოში უნდა შეიქმნას საუსრველი საინვესტიციო გარემო და მხოლოდ კერძო ინვესტიციებმა და მხოლოდ კერძო საკუთრებამ უნდა შექმნას ასობით საწარმო და ათასობით სამუშაო ადგილი.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

• ჩვენი ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას ორი ფონდი. ერთ-ერთია საინვესტიციო ფონდი, რომელშიც მდიდარი ქართველები მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს მონაწილეობა იქნება მხოლოდ სურვილის შემთხვევაში და არა ძალდატანებით. ეს ფონდი დაეხმარება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ყველა კერძო ინვესტორს, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. უცხოელებისთვის ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მათ პარტნიორობას გაუწევეს ადგილობრივი კაპიტალი. ნებისმიერი ინვესტორი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, მინიმუმ 25% ინვესტიციას თუ ახორცილებს და საინტერესო პროექტი აქვს, ამ ფონდიდან 75%-იანი პარტნიორობა ექნება. ეს ძირითადად იქნება ყველა კომერციული პროექტის დახმარება. ამ ფონდთან იმუშავებს ძლიერი ბიზნესჯგუფი. ყველას, ვისაც აქვს იდეა, აქვს პროექტი და ამის დაფინასებისთვის 25% მაინც გააჩნია, ეს ფონდი გაუწევს პარტნიორობას. ეს ფონდი იქნება მაპროვოცირებელი იმისათვის, რომ დაჩქარდეს ინვესტიციების შემოდინება. ჩამოყალიბდება კრეატიული ჯგუფი, რომელიც დარგების მიხედვით განსაზღვრავს, სად უფრო საინტერესო იქნება ინვესტირება. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე წელიწადში ნამდვილად მოხდეს ეკონომიკური აღზევება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა• უკვე დავამყარეთ კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებითი თანხების მოსაზიდად. საქართველოში პირად საკუთრებაში მიწა არა აქვს დარეგისტრირებული მოსახლეობის 80%-ს. ჩვენ გვინდა, შევიმუშავეთ გაზაფხულისთვის სავარგულების ხვნა-თესვის უპრეცედენტო პროგრამა, თუმცა, ამ საქმეს ხელს უშლის დაურეგისტრირებელი მიწები. ამ საკითხზე მუშაობენ იუსტიციის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ძალიან მალე გადაწყდება ეს პრობლემა. გარდა ამისა, ერთმილიარდიანი ფონდიდან შევიძენთ ახალ ტრაქტორებსა და საჭირო ტექნიკას და გაზაფხულამდე ხვნა-თესვისთვის დამატებით ტექნიკას შემოვიტანთ. ასევე ვაპირებთ სამელერეაციო სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შემოტანას. ვიწყებთ სარწყავი სისტემების აღდგენას. ამავე ფონდიდან უნდა შევიძინოთ 60-მდე საშუალო და მცირე გადამამუშავებელი საწარმო, რათა თითო რეგიონში თითო ახალი ქარხანა გაჩნდეს. ვაყალიბებთ სისტემას, რომლითაც მოხდება შეღავათიანი კრედიტების გაცემა ფერმერებისათვის. გადაიდგა ნაბიჯები რუსეთთან ბაზრის გახსნის მიმართულებით.

• ჯანდაცვის სფეროში - 2013 წლის იანვრის ბოლომდე შეიქმნება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო ფონდი. პირველ ეტაპზე, 3-4 თვის განმავლობაში, ეს იქნება შედარებით მცირე სადაზღვევი პაკეტი, ხოლო ივლისის ბოლოდან ამოქმედდება სრულყოფილი პაკეტი და დაპირებისამებრ, საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული. ეს მოხერხდება ბიუჯეტის ოპტიმიზაციით და პრიორიტეტების შეცვლით.

• მომავალი წლის პირველი აპრილიდან შესაძლებელი იქნება 67 წლის ასაკამდე პენსიონერებისათვის ისეთივე პენსიის დანიშვნა, როგორიც ჰქონდათ 67 წელზე ასაკის უფროს პენსიონერებს. შესაბამისად, 100 ლარის ნაცვლად იქნება 125 ლარი უკვე 1-ლი აპრილიდან. 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაუტოლდება დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს - 150 ლარს. 1-ლი სექტემბრიდან გაიზრდება -მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ბავშვების, მარჩენალდაკარგულთა და პოლიტრეპრესირებულებთა პენსიები და გახდება 100 ლარამდე. აღმოიფხვრება 2005 წლის ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუველყოფაში არსებული დისკრინიმაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება, კერძოდ 2013 წლის 1 აპრილიდან მათი პენსია დამოკიდებული იქნება ასაკით პენსიის ოდენობაზე და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის სტაჟზე წოდებების მიხედვით. ანალოგიურად გადააანგარიშდება ავიაციის მომსახურეთა პენსია, ამ მიზნით 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი იქნება 19 მილიონი ლარი. პირველი ივლისიდან სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდება, რეგრესირებული პენსიონერებისთვის შემოვა რეგრესირებული პენსია, დევნილების სოციალური დახმარებაც გაორმაგდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

• სახელმწიფომ გააორმაგა სტუდენტებისთვის განკუთვნილი გრანტების თანხა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ განათლება გაძვირდა სახელმწიფოსთვის. ეს გაძვირება არანაირად არ ეხება სტუდენტების გადასახადს. სტუდენტებისთვის გადასახადები არ გაიზრდება, პირიქით, უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს.

• გადავწყვიტეთ, რომ საჯარო მოხელეებმა, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური