საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 13 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით საქართველოს მთავრობის წევრები სხდომის დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან გურიის რეგიონში, სადაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათი პრობლემების შესახებ და გააცნობენ ახალ ოთხწლიან სამთავრობო გეგმას „მეტი სარგებელი ხალხს“. 

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რამაზ სულამანიძემ.

„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დადგინდა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა საერთო რაოდენობა, რამაც შეადგინა 763 000 ადამიანი. ტრენინგი გაიარა 3000–მა დასაქმების აგენტმა, რომლებიც სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის დასაქმების აგენტებმა უკვე გამოკითხეს საერთო რაოდენობის 20%. აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება ბაზაში შეყვანილი პირების სატელეფონო გადამოწმება, რათა მოხდეს მონაცემების სრულყოფა. სულ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა გამოკითხვა დასრულდება ოქტომბრის ბოლოს, რის შემდეგაც დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ სრულყოფილი ბაზა დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისთვის.