საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 13 ივნისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 13 ივნისის მთავრობის სხდომა 2012 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 79 საკითხი იყო შეტანილი. სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მაკროეკონომიკური აქტივობისა და ახალი სადაზღვევო პროგრამის შესახებ ისაუბრა. 

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომამდე მინდა ერთი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. გვაქვს პირდაპირი ინვესტიციების პირველი კვარტლის მონაცემები.

ჯამურად ავიდა 270 მლნ დოლარზე, რაც საკმაოდ კარგი ციფრია და 60-65%-ით უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის პირველი კვარტალი.
გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, მაგრამ წელს პირველ კვარტალში ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებლები გვაქვს.
პირდაპირი ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ავტომატურად არის მიჯაჭვული.
საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები სამუშაო ადგილებს ქმნიან. პირდაპირი ინვესტიციების 60-70%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შეგვიმცირდება, როგორც ეს მოხდა გასულ წელს.

მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო ჯანდაცვის რეფორმაა. რამოდენიმე საათის წინ ვიყავით მცხეთის ახალ კლინიკაში. ძალიან ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ახალი საავადყოფოები აშენდა, მაგრამ იქ ხალხი არ არის, ვერ შედის - ეს ტყუილია!

საზოგადოების ნაწილს მართლა აქვს პრობლემა საავადმყოფოებში მისვლის, იმიტომ რომ (მათთვის) ეს ძვირიანი სიამოვნებაა, მაგრამ რაღაც ნაწილი არის დაზღვეული. მცხეთის საავადყოფოში, სადაც ვიყავთ, თითქმის 100%-ი იყო დაკავებული. 25 საწოლიანი კლინიკაა და 25-ვე საწოლი იყო შევსებული, დღეს დილით 4 პაციენტი გაწერეს და ელოდებოდნენ, რომ დღის განმავლობაში შეივსებოდა. ახლა მიმდინარეობს დამატებით სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამატებენ კიდევ 25 საწოლს, ჯამში იქნება 50 საწოლიანი კლინიკა-სავადმყოფო.

მთავარია ხელმისაწვდომობა პენსიონერებისთვის. აღმოჩნდა, რომ ახალი კლინიკები გავაკეთეთ, რაც ქვეყანას არ ჰქონდა აქამდე, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც ამ საავადმყოფოებში ვერ შედის მხოლოდ იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირიანია. შესაბამისად, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ყველა პენსიონერი იქნება დაზღვეული ამა წლის 1 სექტემბრიდან. მათ დაურიგდებათ სადაზღვევო ვაუჩერები, ყველა მათგანს შეეძლებათ ისარგებლონ ამ ახალი დაწესებულებით, ახალი საავადმყოფოთი. ძალიან ბევრი კარგი მომსახურებაა შესული ამ სადაზღვევო ვაუჩერში. უმეტესი ნაწილი არის 10%-იანი თანადაფინანსებით გათვალისწინებული. ხოლო წამლების ნაწილში არის 100 ლარიანი ლიმიტი, სადაც 50%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
ჯანდაცვის რეფორის მიზანია, რომ არა მარტო ავაშენოთ ახალი კლინიკები, არამედ ეს ახალი საავადმყოფოები იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდება - პენსიონერებისთვის.

მინდა ყველა პენსიონერმა იცოდეს, რომ მათ 1 სექტემბრიდან ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ყველა ის კლინიკა, რაც აშენდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ვაუჩერი შესაძლებლობას მისცეს მათ, რომ გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური