საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1599

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად და ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ნოემბრის N1514033 წერილის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 2 ოქტომბრის N1306 ბრძანების დანართის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 გრაფები;
ბ) „ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 5 ოქტომბრის N1327 ბრძანების დანართის მე-2, მე-6 და მე-7 გრაფები;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 5 ოქტომბრის N1328 ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ";
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 10 ოქტომბრის N1434 ბრძანება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გა¬დაცემის შესახებ";
ე) „ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 19 ოქტომ-ბრის N1473 ბრძანება საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული Toyota camry-ის (სახელმწიფო ნომრით HDH-223, საი¬დენ-ტიფიკაციო ნომრით 6T1BE42K4AX654668) ქალაქ თბილისის მერიისათვის გადაცემის ნაწილში.

ბიძინა ივანიშვილი